მოგესალმებით, მე გახლავართ ჭრა-კერვის პედაგოგი, უფრო კონკრეტულად, კონსტრუირებისა და მოდელირების პროგრამის ავტორი ნატალია ფერაძე. პროგრამა მოიცავს კერვის საბაზისო საფუძვლებს, შექმნილია დამწყებთათვის, რომლებსაც სურთ ისწავლონ კერვა, და ასევე მათთვის, ვისაც გარკვეული გამოცდილება აქვს ამ სფეროში. კურსის ბოლოს, თქვენ შეძლებთ შეკეროთ ქვედაბოლო და ერთნაკერიანი შარვალი, და ასევე შეძლებთ დასრულებული პროდუქტის გამოყენებას.
მოგესალმებით, მე გახლავართ ჭრა-კერვის პედაგოგი, უფრო კონკრეტულად, კონსტრუირებისა და მოდელირების პროგრამის ავტორი ნატალია ფერაძე. პროგრამა მოიცავს კერვის საბაზისო საფუძვლებს, შექმნილია დამწყებთათვის, რომლებსაც სურთ ისწავლონ კერვა, და ასევე მათთვის, ვისაც გარკვეული გამოცდილება აქვს ამ სფეროში. კურსის ბოლოს, თქვენ შეძლებთ შეკეროთ ქვედაბოლო და ერთნაკერიანი შარვალი, და ასევე შეძლებთ დასრულებული პროდუქტის გამოყენებას.
პროგრამა მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ მასალებს. თეორიული ნაწილი მოიცავს თარგის დამზადებას, ხოლო პრაქტიკული ნაწილი გულისხმობს პროდუქტის გამოჭრას და დასრულებას. პროგრამის მეთოდიკა მოიაზრებს ინდივიდუალური ზომების მიხედვით პროდუქტის დამზადებას: თარგის აგებას ზომების მიხედვით, თარგის მოდელირებას, გამოჭრას და შეკერვას.
სილაბუსი შედგება 9 გაკვეთილისგან:
1. ხელსაწყოები: ინსტრუმენტების მიმოხილვა, რომელიც დაგჭირდებათ ამ კურსისთვის, მათი ცოდნა დაგეხმარებათ როგორც თარგის აგებაში, ისე პროდუქტის დასრულებაში, გამოჭრაში და შეკერვაში.
2. ზომების აღება: შეისწავლით ზომების აღებას თარგის დასამზადებლად ინდივიდუალური მეთოდიკით.
3. სამკერავი მანქანა: მანქანის სტრუქტურისული და ფუნქციური შესწავლა
4. ნაკერების სხვადასხვა ვარიაციები: გვირისტის სხვადასხვა ტიპების შესწავლა, სწორი გვირისტის, რკალური გვირისტის და ასევე კუთხის.
5. ხელის გვირისტი: სამი სახის ხელის გვირისტის ტექნიკის სწავლა.
6. ქვედაბოლოს თარგის აგება: ქვედაბოლოს თარგის აგება ინდივიდუალური ზომების მიხედვით.
7. ქვედაბოლოს გამოჭრა და დასრულება
8. ერთნაკერიანი შარვლის თარგის აგება: შარვლის თარგის აგება ინდივიდუალური ზომების მიხედვით.
9. შარვლის გამოჭრა და დასრულება
საჭირო ხელსაწყოებია:
· საკერავი მანქანა
· უთო და საუთოო მაგიდა
· ქსოვილის მაკრატელი
· ქაღალდის მაკრატელი
· პატარა მაკრატელი (მრღვეველი)
· სანტიმეტრის ლენტა
· ქინძისთავები
· ქაღალდი თარგის ასაგებად
· მარკერი
· ცარცი ან ქსოვილის საპონი
· რეზინი
გისურვებთ წარმატებული არჩევნის გაკეთებას.
OpenCourser helps millions of learners each year. People visit us to learn workspace skills, ace their exams, and nurture their curiosity.
Our extensive catalog contains over 50,000 courses and twice as many books. Browse by search, by topic, or even by career interests. We'll match you to the right resources quickly.
Find this site helpful? Tell a friend about us.
We're supported by our community of learners. When you purchase or subscribe to courses and programs or purchase books, we may earn a commission from our partners.
Your purchases help us maintain our catalog and keep our servers humming without ads.
Thank you for supporting OpenCourser.